Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლოს გაჩენილი ხანძრის გამო, კაპიტოლიუმთან შეწყდა ბაიდენის ინაუგურაციის რეპეტიცია


აშშ-ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიის რეპეტიცია და თავშეყრილი ხალხის ევაკუაცია განახორციელეს, მას შემდეგ, რაც ახლოს მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა.

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდებარე ტერიტორია დროებით ჩაიკეტა. ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, ძალადობრივი აქციების საფრთხის გამო 20 იანვარს დანიშნული ინაუგურაციის წინ.

ადგილობრივ და ფედერალურ პოლიციას ეხმარება ეროვნული გვარდიის 20,000-ზე მეტი წევრი, მას შემდეგ, რაც 6 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, რასაც ემსხვერპლა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. კაპიტოლიუმის შენობას მას მერე მაღალი ღობე შემოავლეს.

სოციალური მედიით გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ კაპიტოლიუმთან ახლოს მდებარე უსახლკაროთა ბანაკს ცეცხლი უკიდია, ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, დაშავებულებზე ინფორმაცია არ არის.

ცეცხლის გაჩენიდან მალე ტერიტორიაზე გამოჩნდა ვერტმფრენები, ისმოდა პოლიციის სირენა. რეპეტიციის მონაწილებს, მათ შორის სამხედრო ორკესტრს, მოუწოდეს შენობაში შესვლისკენ და კაპიტოლიუმის კომპლექსში უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG