Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 122 ადამიანი დაინფიცირდა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსით 10608 ადამიანის დაინფიცირება. მათგან 8224 გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილია 152.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

სტაბილურად მძიმეა დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ანქვაბს კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა და 4 იანვრამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მდგომარეობის გაუარესების გამო დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ჯერ გუდაუთის, შემდეგ კი მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ალექსანდრ ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

დეკემბრის ბოლოს კორონავირუსი აღმოაჩნდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა. იანვრის დასაწყისში კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG