Accessibility links

logo-print logo-print

სომხეთში ჯანდაცვის მინისტრი შეცვალეს


არსენ ტოროსიანი

თანამდებობა დატოვა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა. ის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად იმუშავებს.

ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა ანაიტ ავანესიანი, რომელსაც მანამდე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. ავანესიანი სომხეთის მთავრობაში პირველი ქალი მინისტრია.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, რომ ჯერჯერობით ვერ დაადგინა, იყო თუ არა ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის მიზეზი ტოროსიანის მუშაობით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის უკმაყოფილება.

არსენ ტოროსიანი მწვავე კრიტიკის ეპიცენტრში აღმოჩნდა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე, როცა სომხეთში კორონავირუსის მასშტაბური ეპიდაფეთქება მოხდა.

ოპონენტები ტოროსიანს ადანაშაულებდნენ სისტემის არაეფექტურად მართვაში და მაგალითად მოჰყავდათ მეზობელი საქართველო, სადაც იმ პერიოდში სტაბილური ეპიდვითარება იყო. 2020 წლის მაისში არსენ ტოროსიანმა ეჭვი შეიტანა საქართველოს სტატისტიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG