Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომი“: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი შესაძლოა გაიყინოს


მილგამყვანი გემი Fortuna.
მილგამყვანი გემი Fortuna.

რუსეთის კონცერნმა „გაზპრომმა“ ინვესტორები გააფრთხილა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი შესაძლოა გაიყინოს მთელი რიგი გარემოებების, მათ შორის - პოლიტიკური ზეწოლის გამო. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაადასტურა მონაცემები, რომ აშშ სანქციების გამოყენებას აპირებს რუსეთის გემი Fortuna-ს მიმართ, რომელიც პროექტის დასამთავრებელ სამუშაოებში მონაწილეობს.

სანქციების შემოღების თაობაზე ინფორმაცია გერმანიამ ორშაბათს მიიღო ბერლინში აშშ-ის საელჩოს გზით. გერმანიამ სინანული გამოთქვა ამ ცნობის გამო. ვაშინგტონი ამ გადაწყვეტილების შესახებ 19 იანვარს გამოაცხადებს ოფიციალურად. ეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის აშშ-ის სანქციების გამოყენების პირველი შემთხვევა იქნება.

მილგამყვანი გემი Fortuna-ს მეშვეობით შესაძლებელი გახდა დეკემბერში გერმანიის წყლებში გაზსადენზე მუშაობის განახლება. სამუშაოები თითქმის ერთი წლით იყო შეწყვეტილი სანქციების მუქარის გამო. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2019 წელს შემოღებული ზომები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და სავიზო სანქციებს პროექტში მონაწილე კომპანიებისთვის.

18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ თავის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენის მშენებლობის ნებართვა შეაჩერა ადგილობრივი ეკოლოგების საჩივრების გამო.

„ჩრდილოების ნაკადი 2“-ით გათვალისწინებულია ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენით რუსეთის გაზის მიწოდება პირდაპირ ევროპისთვის, უკრაინის გვერდის ავლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG