Accessibility links

site logo site logo

ციხანოუსკაია ეუთოს სთხოვს, დაეხმაროს მას და ლუკაშენკას სხვა ოპონენტებს ბელარუსში უსაფრთხო დაბრუნებაში


სვიატლანა ციხანოუსკაია და მისი მრჩეველი ფრანაკ ვიაჩორკა

დევნილობაში მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ მოუწოდა ეუთოში შემავალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რათა გახდნენ ბელარუსში მისი და სხვა პოლიტიკოსების უსაფრთხო დაბრუნების გარანტები.

სვიატლანა ციხანოუსკაიას მიმართ ბელარუსში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მინსკმა ის შეიყვანა საერთაშორისო ძებნილთა სიაში. „შესაბამისად, მე მჭირდება გარანტია უსაფრთხო დაბრუნებისთვის“, - განაცხადა ციხანოუსკაიამ.

18 იანვარს გამართულ ონლაინშეხვედრაში ციხანოუსკაიმ ეუთოს სთხოვა, ასევე თავის თავზე აიღოს ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ინკლუზიური დიალოგის ორგანიზება.

სვიატლანა ციხანოუსკაია მიიჩნევს, რომ ეუთოს შეუძლია შექმნას საკონტაქტო სივრცე და უზრუნველყოს მრგვალი მაგიდა ევროპელი ექსპერტების, ბელარუსის დემოკრატიული ძალების საკოორდინაციო საბჭოს წევრებისა და ასევე ლუკაშენკას რეჟიმის წარმომადგენელთა მონაწილეობით.


ციხანოუსკაიას თქმით, ასეთი შეხვედრის მთავარი თემა უნდა გახდეს ვადამდელი არჩევნები. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 45 დღეში შევძლებთ არჩევნების ჩატარებას და ამაში დახმარება გვჭირდება“, - განაცხადა გუშინდელი, 18 იანვარს გამართული, ონლაინდისკუსიის დროს ციხანოუსკაიამ.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა უარს ამბობს ვადამდელ არჩევნებზე. იგი მიიჩნევს, რომ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს წლის ბოლომდე ახალი კონსტიტუციის მიღება და შემდგომ მისი გატანა საერთო-სახალხო რეფერენდუმზე. ბელარუსის ოპოზიცია უპირისპირდება ხელისუფლების მიერ ახალი კონსტიტუციის მომზადებას და მიაჩნია, რომ ამით ლუკაშენკა შეეცდება ხელისუფლებაში დარჩენის პროცესის გაჭიანურებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG