Accessibility links

logo-print logo-print

ზურა ჯაფარიძე არ ადასტურებს „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ კომუნიკაციას


პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადების საპასუხოდ „მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ მას ბოლო წლებში „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური კომუნიკაცია არ ჰქონია.

„მე კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ მინისტრთან მქონდა ბოლოს 2018 წელს, რაღაც კონკრეტულ თემაზე და მას შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია „ოცნების“ არცერთ წარმომადგენელთან“, - თქვა ჯაფარიძემ, თუმცა მან არ დაასახელა მინისტრის ვინაობა.

ზურა ჯაფარიძემ დაამატა, რომ პოლიტიკურ თემებზე, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე არც „გირჩის“ გაყოფამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“.

იაგო ხვიჩიამ მისი ყოფილი თანაპარტიელის ზურა ჯაფარიძისა და „ქართული ოცნების" შესაძლო კომუნიკაციის შესახებ 18 იანვარს ილაპარაკა.

„იმ პერიოდში „გირჩის“ სიის პირველი ნომერი იყო ზურა ჯაფარიძე და თუ რამე კონტაქტი არსებობდა „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, ეს არსებობდა ზურაბ ჯაფარიძესა და „ქართულო ოცნებას“ შორის", - აღნიშნავს ხვიჩია.

შეკითხვაზე, არსებობდა ასეთი კონტაქტი? ხვიჩია პასუხობს: „მე არ ვაცი, არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, მაგრამ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებსაც ველაპარაკე შემდგომ უკვე, მითხრეს, რომ ჰქონდათ რაღაც ტიპის კომუნიკაცია [ჰქონდათ] ჩვენთან და არა ჩემთან, არა ვახო მეგრელიშვილთან, არა სანდრო რაქვიაშვილთან, არამედ ზურა ჯაფარიძესან".

ხვიჩია იმასაც ამბობს, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხვდებოდნენ ინდივიდუალურად „ქართულ ოცნებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG