Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს პრეზიდენტი იწყებს ბრიუსელში ვიზიტს


დღეს იწყება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის ხელმძღვანელებს და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელებთან შესახვედრად ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით ზუსტად ორი წლის წინ, 2019 წლის იანვარში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG