Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ მკაცრი "ლოკდაუნი" გააგრძელა


გერმანიის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები 14 თებერვლამდე გააგრძელა. გადაწყვეტილება მიღებულია დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების ფონზე.

16 დეკემბრიდან გერმანიაში მუშაობენ მხოლოდ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები. დაკეტილია ყველა სხვა მაღაზია, სკოლები, საბავშვო ბაღები, კინოთეატრები, მუზეუმები, თეატრები, სპორტული დარბაზები და სილამაზის სალონები.

სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები დისტანციური რეჟიმით მუშაობენ. გერმანიის მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, კონტაქტები აბსოლუტურ მინიმუმამდე დაიყვანონ.

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 2 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 47 600-ს აჭარბებს.

დეკემბრის ბოლოდან გერმანიაში მიმდინარეობს ვაქცინაცია ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის პრეპარატით. ამ ეტაპზე ცრიან ხანდაზმულთა სახლების მცხოვრებთ და პერსონალს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG