Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანთან უფრო ძლიერი ბირთვული ხელშეკრულება სურს


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ეცდება ირანთან "უფრო ხანგრძლივი და ძლიერი" ბირთვული ხელშეკრულების გაფორმებას. თუმცა, ბლინკენი დასძენს, რომ ვაშინგტონი ჯერ კიდევ "შორსაა" თეირანთან ახალი შეთანხმების მიღწევისგან - რითიც იმეორებს ბაიდენის მიერ ეროვნული დაზვერვის უწყების დირექტორის პოსტზე დასახელებული ევრილ ჰაინსის სიტყვებს.

"როცა პრეზიდენტი საქმიანობას შეუდგება, ვნახავთ, რა ნაბიჯებს გადადგამს ირანი" და შევაფასებთ, უბრუნდებიან თუ არა ისინი თავიანთი ვალდებულებების შესრულებასო, - უთხრა ბლინკენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს, თანამდებობაზე მისი დამტკიცების სხდომაზე 19 იანვარს.

ბაიდენს ნათქვამი აქვს, რომ სურს, აშშ დაუბრუნდეს 2015 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას - თუკი თეირანი კვლავ დაემორჩილება ამ შეთანხმების პირობებს. ირანმა ნელ-ნელა დაიწყო პირობების დარღვევა, პასუხად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნაბიჯზე, რომელმაც 2018 წელს ვაშინგტონი ცალმხრივად გამოიყვანა შეთანხმებიდან და ირანს სანქციები აღუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG