Accessibility links

logo-print logo-print

ცნობილია, რა შემთხვევაში გახდა საჭირო სწრაფი გადახდის აპარატის გამოსაყენებლად პირადი მონაცემების შეყვანა


15 იანვრიდან სწრაფი გადახდის აპარატებიდან რიგი მომსახურების მისაღებად საჭირო გახდა პირადი მონაცემების შეყვანა. ზოგიერთი მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება, თუ მოქალაქე პირად ნომერსა და ტელეფონზე მიღებულ SMS კოდს არ შეიყვანს. რეგულაციები "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის საფუძველზე ამოქმედდა.

პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე მიღებული SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა:

  • აზარტული თამაშები და ლატარია;
  • ონლაინ თამაშები;
  • დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;
  • ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
  • ინტერნეტ მარკეტინგი;
  • ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
  • ტურისტული მომსახურება;
  • ქსელური მარკეტინგი;
  • ქველმოქმედება;
  • საკონსულტაციო მომსახურება;
  • პოლიტიკური პარტიები;
  • უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.

იდენტიფიკაცია არ არის საჭირო:

  • კომუნალური გადახდები (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია, მობილური ოპერატორები);
  • სახელმწიფო ხაზინაში შემავალი გადახდები;
  • სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადახდები;
  • სამოქალაქო ტრანსპორტი (მუნიციპალური ტრანსპორტი, ტაქსი, რკინიგზის ბილეთები, ავტობუსის ბილეთები);
  • საფოსტო მომსახურება;
  • განათლება (უმაღლესი სასწავლებლები, სკოლა, ბაგა-ბაღი, საბავშვო წრეები);
  • სპორტული გამაჯანსაღებელი წრეები;
  • მედია/პრესა (გაზეთების და ჟურნალები) გამოწერა;
  • საყოფაცხოვრებო მომსახურება (ლიფტები, დასუფთავება, დაცვა, მცირეთანხიანი სარემონტო სამუშაოები);
  • ჯანდაცვა (სამედიცინო მომსახურების საფასური) და ვეტერინარია (გარდა მედიკამენტებით ვაჭრობისა);
  • სავიზო მომსახურების საფასური;
  • გარკვეული ტიპის დაზღვევა, რომელიც კანონმდებლობით გათავისუფლებულია იდენტიფიკაციის მოთხოვნებისგან;
  • დაბალრისკიანი საქონლის შეძენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG