Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური


66 წლის ასაკში გარდაიცვალა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადასტურებენ, სადაც ისტორიკოსი მუშაობდა.

გიორგი ოთხმეზურმა 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

იკვლევდა საქართველოს ისტორიას და წყაროთმცოდნეობას, ქართულ ეპიგრაფიკასა და პალეოგრაფიას.

აგვისტოში გიორგი ოთხმეზური 67 წლის გახდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG