Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა განაცხადა, რომ კვლავაც სურს აშშ-სთან New START-ის ხელშეკრულების გაგრძელება


კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლმა კვლავ განაცხადა, რომ ერთგულია აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების კონტროლის თაობაზე ხელშეკრულების, New START-ის გაგრძელებისა. მისი თქმით, ის მიესალმება ძალისხმევას, რომლის თაობაზეც პირობა დადო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული ორ ქვეყანას შორის ბირთვული შეიარაღების სფეროში ამ უკანასკნელ დარჩენილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

2010 წელს ხელმოწერილი New START-ი (სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება), რომელსაც მომავალ თვეში გასდის ვადა, ითვალისწინებს ბირთვული ქობინების, რაკეტებისა და ბომბდამშენების რიცხვს, რომელთა განთავსების უფლება ეძლევათ რუსეთსა და აშშ-ს. ამ ხელშეკრულებამ შეცვალა 1994 წელს ხელმოწერილი START 1.

„რუსეთი და მისი პრეზიდენტი მხარს უჭერენ ამ შეთანხმების შენარჩუნებას,“ განაცხადა 20 იანვარს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. „თუკი ჩვენი ამერიკელი კოლეგები ფაქტობრივად გამოავლენენ პოლიტიკურ ნებას ამ ხელშეკრულების შესანარჩუნებლად, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება.“

ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასახელებულმა ენტონი ბლინკენმა 19 იანვარს სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეცდება, გააგრძელოს შეთანხმება და გადაწყვიტოს, რამდენი ხნით გაგრძელდეს ის.

შარშან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვაშინგტონს მოუწოდა, ერთი წლით გააგრძელოს შეთანხმება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG