Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ქვეყნის მასშტაბით ახშობენ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციებს


რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ქვეყნის მასშტაბით ახშობენ დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციებს. პოლიცია, როგორც წესი, იშველიებს მიტინგების შესახებ კანონებს და პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ანტონინა არეფიევა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილობრივი შტაბის წევრი. ვორონეჟში გიორგი სევერინი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს 19 იანვარს ჩატარებული პიკეტის გამო. კიროვში ვადიმ ანანიევსა და მიხაილ სემენიოვს უარი უთხრეს აქციის ჩატარებაზე 10 ადამიანის მონაწილეობით. ღონისძიება 23 იანვრისთვის არის დაგეგმილი ქალაქის მერიასთან.

ოთხშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ ნავალნის შტაბში ქალაქ ომსკში. ოპოზიციონერები შიშობენ, რომ მათ შეიძლება ტექნიკა ჩამოართვან. შტაბის ტვიტერში ნათქვამია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა აქტი შეადგინეს შაბათს გამართული საპროტესტო აქციის თაობაზე.

ნავალნი 18 იანვარს 30 დღე-ღამით დააპატიმრეს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით. ეს მოხდა გერმანიიდან მისი დაბრუნებიდან ერთ დღეში. ნავალნი შარშან აგვისტოში მოწამვლის გამო მკურნალობდა ბერლინში. ოპოზიციონერმა და მისმა თანამებრძოლებმა 23 იანვარს მთელი რუსეთის მასშტაბით მიტინგების ჩატარების შესახებ გამოაცხადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG