Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩია: ელისაშვილი იქნება პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გარეთ


პარტია „მოქალაქეებს“ ერთადერთ პარტნიორად არ მიიჩნევს „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. ის ამბობს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი იქნება პარლამენტში, ხოლო „გირჩი“ - არა.

„ელისაშვილთან ერთად მუშაობას იმ ნაწილში, რომელიც ჩვენ ჩაფიქრებული გვქონდა - მისვლა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საუბარი ამ თემაზე, არ გამოვა. იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა ელისაშვილთან საუბარზე უარი თქვეს. მცდელობა, რომ ალეკო ელისაშვილი ჩემს ერთადერთ პარტნიორად გამოაცხადოთ, ეს არ გამოვა. ჩემი ერთადერთი პარტნიორი, თუკი ასეთი უნდა ავირჩიო, ასეთი არ არის ალეკო ელისაშვილი, ასეთი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ბატონი ელისაშვილი აპირებს მარტო შევიდეს პარლამენტში. მთავარი გამიჯვნა ჩვენსა და ელისაშვილს შორის იქნება ეს ფაქტი - ელისაშვილი იქნება პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გარეთ“, - თქვა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ თავმჯდომარემ უარყოფითად შეაფასა 19 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში ალექსანდრე ელისაშვილის მოქმედება. „ჩემი აზრით, ზედმეტი იყო იმ ყველაფრის იმ ფორმით თქმა და გამოხატვა, რასაც ბატონი ელისაშვილი ფიქრობდა ბატონ ხაზარაძეზე. ეს უბრალოდ არ გამოიყურებოდა კარგად. არ იყო სამართლიანი ბატონი ხაზარაძის წინაშე“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

18 იანვარს კი „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უარი თქვა, დანარჩენი ოპოზიციის გარეშე, ინდივიდუალურად შეხვედროდა „გირჩისა" და „მოქალაქეების" ლიდერებს. მანამდე ამ ორი პარტიის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG