Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადრიდში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ ორი ადამიანი ემსხვერპლა


მადრიდში მძლავრი აფეთქება მოხდა. ესპანეთის მედიის ცნობით, ერთ-ერთი შენობა სერიოზულად დაზიანდა. როგორც იტყობინებიან, დაიღუპა მინიმუმ ორი ადამიანი და 8 დაშავდა. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა სერიოზულია.

დაზიანებული შენობა მადრიდის არქიეპისკოპოსს ეკუთვნის. ეკლესიის ერთ-ერთი თანამშრომელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

შენობის ხუთივე შენობა პრაქტიკულად მთლიანად დანგრეულია. სერიოზულად დაზიანდა შენობის მახლობლად გაჩერებული ავტომობილები.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები, მრავალი პოლიციელი, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების მანქანები. სამართალდამცავებმა ალყაში მოაქციეს ტერიტორია, რომელზეც ხანდაზმულთა სახლი მდებარეობს. მეზობელი სახლების მაცხოვრებელი ევაკუირებული არიან.

მედიის ცნობით, ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა გაზის გაჟონვა იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG