Accessibility links

site logo site logo

ვაშინგტონში საპრეზიდენტო ფიცი დადო აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა


ვაშინგტონში საპრეზიდენტო ფიცი დადო აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ჰარისი პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია. ამავე დროს ის არის პირველი ფერადკანიანი და აზიელი ვიცე-პრეზიდენტი.

ცერემონიას, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯონ რობერტსმა ფიცი დაადებინა ბაიდენს, ესწრებოდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები - ჯორჯ ბუში უმცროსი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.

ტრამპმა დღეს უკანასკნელად დატოვა თეთრი სახლი და გაემგზავრა თავის გოლფ-კლუბში ფლორიდაში.

ტრამპისგან განსხვავებით, ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG