Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს ულოცავს აშშ-ის პრეზიდენტობას


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს ჯო ბაიდენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მან „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნა, რომ საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.

„ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას“, - წერს გიორგი გახარია.

პრემიერმა ვიცე-პრეზიდენტობა მიულოცა კამალა ჰარისს. „კამალა ჰარისს ვულოცავ ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას. შეერთებული შტატები საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით", - აღნიშნა გახარიამ.

ვაშინგტონში საპრეზიდენტო ფიცი დადო აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ჰარისი პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია. ამავე დროს ის არის პირველი ფერადკანიანი და აზიელი ვიცე-პრეზიდენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG