Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში დააკავეს ინტერპოლით ძებნილი რუსეთის მოქალაქე


პოლიციამ ბათუმში დააკავა რუსეთის მოქალაქე. შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დროებით საცხოვრებელ სახლში დაკავებული, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. საქართველოში იმყოფება 2020 წლის იანვრიდან.

შსს-ს ცნობითვე, რუსეთმა ეროვნულ დონეზე ამ პირის ძებნა 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო ინტერპოლმა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა 2020 წლის 9 ნოემბრიდან.

ბათუმში დაკავებული პირი იძებნება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და მართვა, ადამიანის გატაცება, მუქარით გამოძალვა, ძალის გამოყენებით პროსტიტუციის ორგანიზება, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვა და ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG