Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტი მოითხოვს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერებას ნავალნის დაკავების გამო


ევროკავშირის პარლამენტი 21 იანვარს აპირებს მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც ის ევროკავშირისგან მოითხოვს, შეაჩეროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა, რომელიც თითქმის დასრულებულია და რომლის გავლითაც რუსეთიდან ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდოს გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით.

ევროპის პარლამენტის წევრები გამოდიან მოწოდებით, გაფართოვდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ბერლინიდან დაბრუნებისთანავე დაკავების გამო, სადაც ის მკურნალობდა ზაფხულში ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ. ის 18 იანვარს დააკავეს და მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში მიღებული გადაწყვეტილებით, 30 დღიანი პატიმრობა გამოუცხადეს.

ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს, მოუწოდებს ბრიუსელს, გაფართოვდეს ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებული პირებისთავის დაწესებული სანქციები და შეეხოს ისინი მათ, ვინც მონაწილეობდა მის დაკავებაში. სანქციები უნდა შეეხოს ასევე „რუს ოლიგარქებს“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „უახლოეს წრეს“ და „მედიაში პროპაგანდისტებს,“ რათა ევროკავშირმა ცხადად აჩვენოს, რომ „ის აღარ იქნება რუსეთის დაუდგენელი წარმოშობის სიმდიდრისთვის კეთილი მასპინძელი“.

ევროკავშირის ქვეყნებმა „უნდა გადახედონ რუსეთთან თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში და პროექტებში, როგორიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომლის დასრულებაც ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს“, წერია რეზოლუციაში.

რეზოლუციას ფართო მხარდაჭერა აქვს პარლამენტის ფრაქციების მხრიდან, როგორიცაა ევროპის სახალხო პარტია, ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი“ მწვანეები, ასევე სოციალ-დემოკრატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG