Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ღვინიაშვილის ილეთი „მსოფლიო მასტერსის“ საუკეთესო გდებად დასახელდა


ბექა ღვინიაშვილი
ბექა ღვინიაშვილი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ „მსოფლიოს მასტერსზე“ შესრულებული ულამაზესი გდებების ხუთეული დაასახელა და რჩეულთა შორის პირველი ადგილი ბექა ღვინიაშვილის ილეთს მიაკუთვნა. საქართველოს ნაკრების წევრი მეოთხედფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან ვაზარით აგებდა და შეხვედრა ბრწყინვალე იპონით დაასრულა.

დოჰაში 11-13 იანვარს გამართულ „მსოფლიოს მასტერსზე“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო სპორტსმენად ტატო გრიგალაშვილი დაასახელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG