Accessibility links

site logo site logo

ბრიტანელი მკვლევრები აფრიკული სპილოების რაოდენობას კოსმოსიდან ადგენენ


ბრიტანელი მკვლევრები პირველად იყენებენ კოსმოსური თანამგზავრებიდან გადაღებულ ფოტომასალას და ღრმა დასხივების ტექნოლოგიას აფრიკული სპილოების დათვლისთვის.

გამომთვლელი მანქანა აანალიზებს დედამიწიდან 600 კილომეტრში მყოფი თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოებს. ერთ დღეში შესაძლებელია ხუთამდე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის კვლევა. გამოთვლა ხდება ალგორითმით, რომელსაც შეუძლია სპილოების ამოცნობა სხვადასხვა ზედაპირზე, ღია საძოვრებზე, ტყეებში და სხვა.

მკვლევრების თანახმად, ბუნების დამცველებს ცხოველთა დათვლა ურჩევნიათ თვითმფრინავებიდან, მაგრამ კოსმოსური თანამგზავრები შესაძლებლობას იძლევა ეს მოხდეს იქაც, სადაც საჰაერო ფოტოგრაფირება აკრძალულია.

მკვლევრები აცხადებენ, რომ დაკვირვების ეს მეთოდი ბრაკონიერობასთან ბრძოლაშიც შეიძლება გამოიყენონ.

მეთოდი შარშან ბრიტანელმა მკვლევრებმა წარმატებით გამოიყენეს ანტარქტიდაზე საიმპერატორო პინგვინების ახალი კოლონიების მისაგნებად და მათი 11 ახალი საცხოვრებელი ადგილი აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG