Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება


ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართა 2019 წლის იანვარშიც
ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართა 2019 წლის იანვარშიც

დღეს, 22 იანვარს ბრიუსელში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ, ზურაბიშვილი და სტოლტენბერგი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.

ნატოს შტაბ-ბინაში მისვლამდე სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და ევროკომისარს იუსტიციის საკითხებში, დიდიე რეინდერსს.

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, 21 იანვარს შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს და ევროპარლამენტის ხელმძღვანელებს.

,,კოვიდი და კოვიდსოლიდარობა პრეზიდენტის შეხვედრების ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო. ასევე ევროკავშირის სტრატეგიული როლი რეგიონში. პრეზიდენტის გზავნილია მეტი ევროკავშირი საქართველოში და რეგიონში“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით 2019 წლის იანვარში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG