Accessibility links

logo-print logo-print

ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების ნახევარზე მეტი თბილისიდანაა


​ბოლო 24 საათში გამოვლენილი 903 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი თბილისიდანაა. რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთშია.

ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 469,
  • აჭარა - 52,
  • იმერეთი - 107,
  • ქვემო ქართლი - 44,
  • შიდა ქართლი - 51,
  • გურია - 12,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 73,
  • კახეთი - 47,
  • მცხეთა-მთიანეთი - 18,
  • სამცხე-ჯავახეთი -24,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 24 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში კი 636-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 251 974 შემთხვევა. მათგან 238 737 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 022 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG