Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის მთავრობამ 14 თებერვლამდე გააგრძელა კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა


საპროტესტო აქცია პრაღაში
საპროტესტო აქცია პრაღაში

ჩეხეთის პარლამენტმა 21 იანვარს მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის 14 თებერვლამდე გაგრძელების შესახებ.

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების მხრივ ჩეხეთი ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებს შორის რჩება.

პანდემიის განმავლობაში ქვეყანაში დაინფიცირდა 924,847 ადამიანი, 15,130 გარდაიცვალა.

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელ ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 7435 ახალი შემთხვევა.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საღამოს 21 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. აკრძალულია საჯარო თავყრილობები, სპორტული და გასართობი ღონისძიებების ჩატარება.
ყველა დონის სასწავლო დაწესებულებაში სწავლება წარმოებს დისტანციური მეთოდით. სურსათის, პირველადი მოხმარების მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ღიაა მხოლოდ ბავშვების ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები.
სავალდებულო რჩება პირბადეების ტარება, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში.
რესტორნები და კაფეები მუშაობენ მხოლოდ შეკვეთებზე, ღია სარკმლის პრინციპით.

10 იანვარს პრაღის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი საკარანტინო ზომების გაუქმებას, რაც მძიმედ აისახება მათ მატერიალურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG