Accessibility links

logo-print logo-print

საბავშვო ბაღების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა 1-ლი მარტიდან იგეგმება


საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება 1-ლი მარტიდან იგეგმება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

​ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი თბილისიდანაა. რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG