Accessibility links

logo-print logo-print

ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ნავალნის განთავისუფლებისკენ მოუწოდებს


ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი და მოითხოვა კრემლის ოპონენტის აგვისტოში მოწამვლის საქმის გამოძიება.

„ჩემს მოწოდებაში ვლადიმირ პუტინისადმი დავადასტურე, რომ ევროკავშირის წევრები გმობენ ნავალნის დაპატიმრებას და გამოდიან მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოწოდებით“, გაავრცელა 22 იანვარს ტვიტერით განცხადება მიშელმა.

ნავალნი გასულ კვირას დააკავეს მოსკოვის აეროპორტში ბერლინიდან დაბრუნებისთანავე და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ბერლინში ის სამკურნალოდ იყო აგვისტოში რუსეთში ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ.

სასამართლო, რომელიც სახელდახელოდ შეიკრიბა მოსკოვის გარეუბნის პოლიციის უბანში, ბრალად დებს ნავალნის პირობითი პატიმრობის წესის დარღვევას ადრინდელ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ფართოდაა აღიარებული, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

მიშელი აცხადებს, რომ რუსეთმა სრულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს ნავალნიზე თავდასხმის საქმე.

რუსეთი უარყოფს საყოველთაო დაგმობას და ნავალნის განთავისუფლებისკენ საერთაშორისო მოწოდებას.

ალექსეი ნავალნის სამ-ნახევარი წლით პატიმრობა ემუქრება საქმეში, რომელსაც თვითონ შეთითხნილად და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG