Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა: "განმიცხადეს, საზღვარს ვერ გადაკვეთო", "ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა?"


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 23 იანვარს მას საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და მისთვის მიზეზი სრულიად გაურკვეველია. საკუთარ ფეისბუკგვერდზე უგულავა წერს, რომ საქართველო „პუტინის რუსეთს“ დაემსგავსა.

„შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი -გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია“ - აცხადებს გიგი უგულავა.

საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში უგულავა საქმის შესწავლის თხოვნით სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს.

"ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ“ - წერს გიგი უგულავა.

რადიო თავისუფლებამ ვითარების გასარკვევად შს სამინისტროს მიმართა. თუმცა ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG