Accessibility links

logo-print logo-print

Homo-faber-ი, როგორც პრიმატი


ავტორი: მზეო შველიძე

ჯერ კიდეც პრეისტორიულ პერიოდში, როცა ადამიანი განვითარების დონით მაიმუნისგან დიდად არ განსხვავდებოდა ჩვენი შორეული წინაპრების პატარა, პრიმიტიულ თავებში გაჩნდა ჯიუტი წარმოდგენები, რომლებიც რწმენად ფორმულირდა .

წარმოიქმნა პირველყოფილთა რელიგიები: ანემიზმი, ტოტემიზმი, ფეტიშიზმი, მაგია. განვითარდა ჰომინიდების სახეობა; ჯოგი თემად იქცა; თემი ახლა უკვე საზოგადოებად. დღეს უკვე ირონიულია, რომ ოდესღაც არსებობდნენ ჩვენი სახეობის არსებები, რომლებიც ცეცხლს, ციურ სხეულებს, უსახურ საგნებს სცემდნენ თაყვანს, არაფერს ვამბობთ მათი რიტუალური ცხოვრების წესსა და ტრადიციებზე ჩვენს დამოკიდებულებაზე. თანამედროვე ადამიანი ხომ ევოლუციის ქმნილებაა განსხვავებით წინაპარი პრიმატისგან იქნებ ჩვენი რწმენა-წარმოდგენებიც უნდა იწვევდეს ირონიას? იქნებ მატერიით მდიდარ სამყაროში ჩვენც მითოსური რეალობით ვცხოვრობთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო განვითარებასა და ჭეშმარიტებასთან? იქნებ ჩვენი ჯიუტი წარმოდგენებიც არასანდო და კომიკურია?

გავიხსენოთ პლატონის მღვიმის იგავი. გამოქვაბულში დაბმულ ადამიანს, რომელიც სახით უყურებს კედელს და ხედავს როგორ აირეკლება მასზე სხვადასხვა საგნები წარმოდგენაც არ აქვს რა ხდება მის უკან, რადგან ის მხოლოდ გაურკვეველ ჩრდილებს ხედავს. მის გონებას არ შეუძლია დაშვება, რომ არსებობს სხვა ცხოვრებაც სხვა რეალობაც, ჩრდილების გარეშე, თუმცა მას შემდეგ რაც ადამიანი დატოვებს ამ სამყაროს შეიცნობს ჭეშმარიტ ცოდნასა და რეალობას, რომელსაც საერთო არ აქვს გრძნობად, ილუზიურ სამყაროსთან, რომელშიც ადამიანი როგორც გამოქვაბულში ისეა გამოკეტილი იცვლება და ასევე იწყებს სხვათა შეცვლასაც .

დემოკრატია, ჰუმანიზმი, კაპიტალიზმი, სამეცნიერო პროგრესი, ძალაუფლების დაბალანსება; სოციალური პასუხისმგებლობა... ყველაფერი რაც ჩვენი სახეობის პროგრესული მდგომარეობის გამომხატველია იშვიათად იწვევს ეჭვებს, ადამინები შესაძლოა კმაყოფილნი არ იყვნენ საკუთარი ცხოვრებითა თუ მდგომარეობთ, მაგრამ ნაკლებად სურთ დაეჭვება. მაგალითად, როცა კარგავენ შემოსავალს, ისინი ადანაშაულებენ დამსაქმებელს, სახელმწიფოს შესაძლოა საკუთარ თავსაც, მაგრამ არა რეალობას, რომელიც თავად შექმნეს.

რა არის დემოკრატია მმართველობის ყველაზე ჰუმანური ფორმა თუ უბრალოდ მძევალი მათ ხელში, ვისაც სურს ფული და ძალაუფლება ხალხის ნაკლები გაღიზიანების გარეშე.

რა არის კაპიტალიზმი თუ არა ლეგიტიმაცია იერარქიისა და წაქეზება ადამიანის ტრაგიკული ცხოვრების, რომელის უკანაც სოციალური საფუძველი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. სამეცნიერო პროგრესი, რომლითაც ასე ვამაყობთ ჩვენი ინტელექტუალური განვითარების გამომხატველია თუ უსაზღვრო ამბიციების, რომლებმაც შესაძლოა დეჰუმანიზაციამდეც მიგვიყვანოს.

სამწუხაროდ, ჩვენი წინაპარი პრიმატების მსგავსად ჩვენც მითოსის ნაწილი ვართ, რადგან არ გვინდა რეალობის დანახვა.

ნებისმიერი ე.წ ,,ყვითელი ნიუსი’’ უფრო აქტუალურია, ვიდრე ინფორმაცია სიღარიბის, ძალადობის, ადამიანთა უფლებების მდგომარების შესახებ. ეს იმიტომ, რომ არ ვეძებთ ჭეშმარიტებებს და კარგად ვერგებით მითოსის რუტინას.

თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, თანამედროვე ადამიანიც ისეთივე კომიკურია, როგორც პრიმატი, რომელიც ფიქრობდა, რომ წვიმა მის მიერ ჩატარებული რიტუალის დამსახურება იყო!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG