Accessibility links

logo-print logo-print

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები ევროპის ქალაქებშიც გაიმართა


ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია პრაღაში.

ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის განთავისუფლების მოთხოვნით რუსეთის მასშტაბით გამართული მშვიდობიანი მსვლელობებისა და მიტინგების დროს დააკავეს 3400-ზე მეტი ადამიანი.

ინტერნეტის მომხმარებელთა თქმით, გამოქვეყნებული მონაცემები რეალურ რაოდენობაზე ნაკლებია, ვინაიდან აქციების დროს შეზღუდული იყო ინტერნეტის წვდომა და ის ხშირად ითიშებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია OVD-Info group-ის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით დააკავეს აქციების 3456 მონაწილე. მოსკოვში დაკავებულია 900-ზე მეტი ადამიანი. მოსკოვის ცენტრში დაპატიმრებულთა შორის არიან ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანამებრძოლი ლიუბოვ სობოლი, რომელიც პუშკინის მოედანზე დააკავეს, როცა ნავალნის მხარდამჭერებს მიმართავდა. მთლიანად მოსკოვში აქციების მონაწილეთა რაოდენობა 15-დან 20 ათასამდე იყო.

დარღვევათა გეოგრაფია და მასშტაბები ნაჩვენებია რუკაზე, რომელიც OVD-Info group-ისა და Meduza-ს მონაცემებს ემყარება.

რუსეთში გამართულ აქციებს მხარდაჭერა გამოუხატეს უცხოეთში მანიფესტაციების მონაწილეებმაც.

მაგალითად, პრაღაში რამდენიმე ასეულ მომიტინგეს შორის იყვნენ რუსეთის, ბელარუსისა და ჩეხეთის წარმომადგენლები, ასევე რუსული ემიგრაციის პირველი ტალღის შთამომავლები. აქციებზე ათობით რუსი პოლიტპატიმრის სახელებს ასახელებდნენ.

მსგავსი დემონსტრაციები გაიმართა ევროპის სხვა დედაქალაქებშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG