Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-მა დაგმო რუსეთში დემონსტრაციების დარბევა და ნავალნის "უპირობო" გათავისუფლება მოითხოვა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-მა რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა, გაათავისუფლოს დემონსტრანტები და ჟურნალისტები, რომლებიც შაბათს დააკავეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად მთელი რუსეთის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს. აქციების მონაწილეები აპროტესტებენ ნავალნის დაკავებას, რომელსაც 30 დღით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც ის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო გერმანიაში მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა მოსკოვში. ვაშინგტონმა დაგმო დღევანდელი საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ „მკაცრი ტაქტიკა“.

„რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ისინი, ვინც საკუთარ უნივერსალურ უფლებას აღასრულებდა,“ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა და ნავალნის „უპირობო“ განთავისუფლებისკენ მოუწოდა მოსკოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG