Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონორ მაკგრეგორი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დამარცხდა


მაკგრეგორი, რომელიც წესების გარეშე ბრძოლაში ორი დივიზიონის ექსჩემპიონია, პორიეს მეორედ დაუპირისპირდა.
მაკგრეგორი, რომელიც წესების გარეშე ბრძოლაში ორი დივიზიონის ექსჩემპიონია, პორიეს მეორედ დაუპირისპირდა.

აბუ-დაბის „ეტიჰად არენაზე“, UFC 257-ის მთავარი ბრძოლა მხოლოდ ორწუთ-ნახევარი გაგრძელდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ რინგზე დაბრუნებული მსუბუქწონიანი - ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი, ბევრისთვის მოულოდნელად, ამერიკელ დასტინ პორიესთან მეორე რაუნდში, ნოკაუტით დამარცხდა.

მაკგრეგორი, რომელიც წესების გარეშე ბრძოლაში ორი დივიზიონის ექსჩემპიონია, პორიეს მეორედ დაუპირისპირდა. პირველად 2014 წელს, წუთსა და 46 წამში აჯობა. ამჯერად კი პორიემ რევანში აიღო და ბრძოლის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ მესამე შეხვედრისთვისაც მზადაა. თუმცა, 32 წლის ამერიკელს კონორთან კიდევ ერთხელ ჩხუბზე მეტად, ახლა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა სურს.

“მინდა, ტიტულისთვის ბრძოლის უფლება მივიღო. თუ ხაბიბ ნურმაგომედოვი რინგზე დაბრუნებას არ აპირებს, მაშინ მე და კონორ მაკგრეგორი უკვე ვართ მსოფლიოს საუკეთესო მსუბუქწონიანები“ - უთხრა დასტინ პორიემ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG