Accessibility links

logo-print logo-print

„არა პოლიტიკურ ლოკდაუნს“ - არასამთავრობოებმა გიორგი გახარიას პეტიციით მიმართეს


ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს გიორგი გახარიას მიმართა პეტიციით, რომლითაც ქვეყანაში დღეს არსებული შეზღუდვების გაუქმება მოითხოვა.

„მოვითხოვთ პოლიტიკური "ლოქდაუნის" გაუქმებას. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ უნდა გააუქმოს თავისივე არალეგიტიმური შეზღუდვები, რომელიც ჩვენ დაგვიწესა. მათ დაარღვიეს წინა წელს თავისივე გაცემული დადგენილება, სადაც ცალსახად ეწერა, რომ შეზღუდვები 31 დეკემბრამდე იყო. ახალ დადგენილებაში, რომელიც 21 იანვარს მიიღო გახარიას უწყებამ, ვკითხულობთ, რომ სავარაუდოდ აღდგება ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ არ აღდგება და კიდევ გადადებენ, ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ყველაფერს იზამენ, რომ სახლში გამოგვკეტონ“, - უთხრა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, „ახალგაზრდა თაობის“ თავმჯდომარემ დავით დონერიანმა.

პეტიციას, რომლითაც არსებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ, ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: "ახალგაზრდა თაობა", "მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“, "ახალი ძალა საქართველოსთვის", "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა", "ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის".

24 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით თბილისში რამდენიმე აქციაც არის დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG