Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა იანვრის ბაშო შვიდქულიანი უარყოფითი ბალანსით დაასრულა


პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძისთვის 2021 წლის სეზონის პირველი სუპერტურნირი - ჰაცუ ბაშო წარუმატებელი გამოდგა.

ტოჩინოშინის საბრძოლო მეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი, დღეს, ბოლო - მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში, მეთორმეტე მაეგაშირა ტერუცუიოშისთან დამარცხდა და შეჯიბრება ოთხი მოგებით და თერთმეტი წაგებით დაასრულა.

იანვრის ბაშოზე გორგაძე მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდიოდა და რვა ან მეტი ქულის აღების შემთხვევაში, მარტის ბაშოს წინ, რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურება შეეძლო. შვიდქულიანი უარყოფითი ბალანსი კი საგრძნობლად უკან დახევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG