განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.
ამ სამ ქალაქში საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, ისევ გადაიხედება შემსუბუქების გეგმა.
იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.
დაწერეთ კომენტარი