Accessibility links

logo-print logo-print

SpaceХ-მა კოსმოსში ერთი რაკეტით 143 თანამგზავრი გაგზავნა და მორიგი რეკორდი დაამყარა


ილონ მასკის კომპანია SpaceХ-მა კოსმოსში ერთი მზიდი რაკეტით გაგზავნა 143 მცირე ზომის თანამგზავრი და მორიგი რეკორდი დაამყარა. რაკეტა ფლორიდის კოსმოდრომიდან აფრინდა.

კვირას, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 8:30-ზე SpaceХ-მა მძიმე მზიდი რაკეტა Falcon-9 სასტარტო მოიყვანა მზადყოფნაში Transporter-1-ის გასაშვებად. ეს სტარტის მეორე მცდელობა იყო. შაბათს სტარტის პირველი მცდელობა გაშვებიდან რამდენიმე წუთში გაუქმდა.

Transporter-1-ის მისია იმითაა ნიშანდობლივი, რომ 143 კოსმოსური აპარატის გაშვება განხორციელდა ერთი მზიდი რაკეტით. ასევე პირველად იქნა გამოყენებული რთული სქემა, რომლის მეშვეობითაც ორბიტაზე თანამგზავრების გაყვანა ხდება დროში სხვადასხვა ინტერვალით. დედამიწის მახლობელ ორბიტაზე თანამგზავრების განლაგება Falcon-9-ის სტარტიდან 90 წუთის შემდეგ ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG