Accessibility links

logo-print logo-print

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა დეიზი სინდელარი


დეიზი სინდელარი

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დეიზი სინდელარი დანიშნა რადიკალური ცვლილებების პროცესში, რომელშიც იმყოფება აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობის სამეთვალყურეო ორგანო.

24 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში USAGM-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კელუ ჩაომ ასევე გამოაცხადა აშშ-ის ორი სხვა საერთაშორისო მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ. რადიო თავისუფალი აზიის (RFA) პრეზიდენტი გახდა ბეი ფანი და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელის (MBN) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - კელი სალივანი.

ჩაომ 22 იანვარს დაითხოვა რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ტედ ლიპიენი და RFA-სა და MBN-ის ხელმძღვანელები, რომლებიც ამ თანამდებობებზე ერთი თვის წინ იყვნენ დანიშნული.

მანამდე ერთი დღით ადრე ჩაომ გაათავისუფლა ამერიკის ხმის (VOA) დირექტორი და მისი მოადგილე, კიდევ ერთი საერთაშორისო მაუწყებლის, კუბის სამაუწყებლო ოფისის ხელმძღვანელი კი თავად გადადგა.

ამ ცვლილებებამდე თანამდებობა დატოვა USAGM-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაიკლ პაკმა, რომელიც ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 20 იანვარს აიძულა, გადამდგარიყო.

პაკს, რომლის კანდიდატურაც USAGM-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წამოაყენა, როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები მწვავედ აკრიტიკებდნენ მისი პოლიტიკისა და დანიშვნების გამო, რასაც ის ახორციელებდა გასული წლის ივნისიდან, როცა დამტკიცდა USAGM-ის ხელმძღვანელად. მან ასევე უგულებელყო რეგულაციები, რომლებიც აშშ-ის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო მაუწყებლებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან იცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG