Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE განიხილავს ანგარიშს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ


დღეს სტრასბურგში იხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) ზამთრის სესია, რომელიც მთელ კვირას გასტანს.

პირველივე სხდომის დღის წესრიგშია საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში. მას დღევანდელ სხდომაზე წარადგენს მისიის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსი.

ანგარიშის ზოგადი დასკვნაა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებები საერთო ჯამში, დაცული იყო, თუმცა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის მოშლამ და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაფიო წესების არარსებობამ შეამცირა არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობა.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს მასში მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია. მათ საერთო ჯამში მიიღეს 150-დან 60 მანდატი. ოპოზიციიდან არჩეული დეპუტატების უმრავლესობამ მანდატზე უარი თქვა.

ამ დრომდე, მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციიდან საქმიანობს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის ოთხი წევრი, რომლებმაც პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტები" შექმნეს.

საქართველოს დელეგაციას, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ წევრი კახა კუჭავა. დელეგაციის შემადგენლობაში მმართველი პარტიიდან ასევე არიან ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ხოჯევანიშვილი. დელეგაციის წევრია "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელი ფრიდონ ინჯიაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG