Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბაიდენი აღადგენს ტრამპის მიერ გაუქმებულ აკრძალვას


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს აღადგენს ევროკავშირის შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ბრაზილიიდან უცხოელების აშშ-ში ჩასვლის აკრძალვას. თეთრ სახლში CNN-ს დაუდასტურეს, რომ ამ ჩამონათვალს დაემატება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპიდან და ბრაზილიიდან აშშ-ში ჩასვლაზე შარშან დაწესებული შეზღუდვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა 18 იანვარს, უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე.

ჯო ბაიდენის პრესმდივანმა იმავე დღეს განაცხადა, რომ სამედიცინო გუნდის რჩევით, ბაიდენის ადმინისტრაცია შეზღუდვას აღადგენს და COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად ზომების გაძლიერებასაც გეგმავს.

აშშ-ში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 25 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 419 200-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG