Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაახლოებით 6 საათის ინტერვალით საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა


გამთენიისას, თბილისის დროით 04:12 საათზე საქართველოში მოხდა 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი 8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა თბილისიდან 59 კილომეტრში, თიანეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ლუთხუბთან.

დაახლოებით ექვსი საათით ადრე, 12 კილომეტრის სიღრმეზე 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა თბილისიდან 57კილომეტრში, წალკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ მამიშლართან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG