საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან მესამედზე მეტი თბილისიდანაა. რამდენიმე ათეულ შემთხვევას არ სცდება რეგიონებში ინფიცირების მაჩვენებელი.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- თბილისი - 107,
- აჭარა - 18,
- იმერეთი - 44,
- ქვემო ქართლი - 13,
- შიდა ქართლი - 19,
- გურია - 21,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 32,
- კახეთი - 26,
- მცხეთა-მთიანეთი - 6,
- სამცხე-ჯავახეთი - 12,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 16 პაციენტი. ამავე პერიოდში 1 311-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 253 816 შემთხვევა. მათგან 243 396 გამოჯანმრთელების, გარდაცვლების კი 3 071 შემთხვევა.
დაწერეთ კომენტარი