Accessibility links

site logo site logo

თბილისის მერია ჩუღურეთის რაიონში უკანონოდ შესახლებულ ოჯახებს აფრთხილებს


თბილისის მერია ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის ქუჩა #52-ში (კონსტიტუციის ქუჩა #6) მცხოვრებ ოჯახებს მოუწოდებს დატოვონ კერძო საკუთრება, სხვა შემთხვევაში აპირებენ გამოიყენონ "კანონით გათვალისწინებული უფლება". საუბარია გამოსახლებაზე. ამ საკითხზე ბრიფინგი თბილისის მერიაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ გამართა.

"დევნილთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად არაერთხელ შევხვდით ამ ოჯახებს და არაერთხელ განვუმარტეთ, თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დატოვებდნენ სხვის საკუთრებას", - თქვა ჩიკვილაძემ.

მერიაში თქვეს, რომ შენობის, რომელიც ახლა რამდენიმე ოჯახს უკანონოდ აქვს დაკავებული, პრივატიზება "ცენტრ პოინტ ჯგუფის" მშენებლობით დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად მოხდა. ბრიფინგზე თქვეს, რომ შენობაში შესახლებულ ოჯახებს შორის არიან დევნილები, რომლებმაც უკვე მიიღეს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართები და იღებდნენ ფულად კომპენსაციასაც. მერიის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ მათთან ერთად ამავე შენობაში ცხოვრობენ დევნილის სტატუსის არმქონე მოქალაქეებიც.

მერია ამ შენობაში მცხოვრებ ყველა ოჯახს ჰპირდება ქირის ხარჯების დაფარვასა და სოციალურ პროექტებში ჩართვას.

"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოჯახებს, მუნიციპალიტეტის შეთავაზებულ პირობების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიყწონ ქონების და ფართების დაცლა, წინაღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მივმართოთ შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის", - ამ სიტყვებით დაასრულა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ბრიფინგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG