Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში კონსულტაცია გაიმართება ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო რუსეთის მიმართ შესაძლო ნაბიჯებზე


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 იანვარს იმსჯელებენ ბლოკის რეაქციაზე კრემლის მიერ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებაზე, რასაც ორი დღის წინ რუსეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის „შემდგომ ნაბიჯებზე“ მსჯელობისას განიხილავენ რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას, რასაც კავშირის რამდენი წევრი სახელმწიფო მოითხოვს.

ევროკავშირმა და აშშ-მა შეშფოთება გამოხატეს ნავალნის მხარდამჭერთა მასობრივ აქციებზე რუსეთის ხელისუფლების მოქმედების გამო.

სხვადასხვა შეფასებით, საპროტესტო აქციებში, რომლებიც არ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული, მონაწილეობა მიიღო 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. დაახლოებით 3500 ადამიანი დააკავეს, რამდენიმე ათეული დემონსტრანტი დაშავდა სასტიკი დარბევის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG