Accessibility links

logo-print logo-print

ინდონეზიამ შეიპყრო ნავთობის უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილი ირანის ტანკერები


ინდონეზიამ განაცხადა, რომ მის ტერიტორიულ წყლებში შეიპყრეს ორი ირანული ტანკერი, რომლებსაც, სავარაუდოდ, არალეგალურად გადაჰქონდათ ნედლი ნავთობი.

ირანი მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულეს აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით ადრეული ნავთობის ტანკერებით გადაზიდვის მცდელობაში.

ინდონეზიის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, საუბარია ირანული და პანამური დროშების ქვეშ მცურავ ორ ტანკერზე, MT Horse-სა და MT Freya-ზე, რომლებიც 24 იანვარს შეიპყრეს და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისათვის გადაიყვანენ ბატამის კუნძულზე მდებარე ნავსადგომში.

სააგენტოს წარმომადგენლის, ვისნუ პრამანდიტას თანახმად, გემებს არ ჰქონდათ ეროვნული დროშები და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები, ხოლო ეკიპაჟი არ გამოდიოდა რადიოკავშირზე.
ტანკერებზე მყოფი ეკიპაჟების 61 წევრი დაპატიმრებულია.

თეირანში გამართულ პრეკონფერენციაზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საედ ხატიბზადემ, განაცხადა, რომ ირანმა ოფიციალურად მიმართა ინდონეზიის ხელისუფლებას ამ ინციდენტთან დაკავშირებული დეტალების გადმოცემის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG