Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში კვირას 160 პირი დააკავეს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს


24 აქცია მინსკში

ბელარუსის მილიციისა და უშიშროების წარმომადგენლებმა სულ მცირე 160 დემონსტრანტი დააკავეს გასულ კვირას ქვეყანაში გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლებში, რომელიც უწყვეტად გრძელდება, ოპოზიციის შეფასებით, ძალადობითა და გაყალბებით ჩატარებული 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვიასნას“ ცნობით, დაკავებული დემონსტრანტების უმრავლესობა 24 იანვარს, ჟურნალისტ იჰარ ლოსიკის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული ცოცხალი ჯაჭვის აქციაში იღებდა მონაწილეობას.

პოპულარული ბელარუსი ბლოგერი და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კონსულტანტი, იჰარ ლოსიკი, მილიციამ გასული წლის ივნისის ბოლოს დააკავა და ბრალი წაუყენა ინტერნეტის საშუალებით საპროტესტო აქციების ორგანიზებაში.

ლოსიკი, რომელიც რადიო თავისუფლების კონსულტანტიცაა მედიის ტექნოლოგიებში, ადმინისტრატორია ასევე Telegram-ის არხისა, „ენცეფალონის ბელარუსი“.

არხი, რომელსაც 167 ათასი ხელმომწერი ჰყავს, აქტიურად აშუქებდა პრეზიდენტის არჩევნებამდე ლუკაშენკას წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს.

24 წლის ბლოგერმა გასული წლის 15 დეკემბერს პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა.
იჰარ ლოსიკი იმყოფება მინსკის ცენტრში მდებარე აკრესტინას საპატიმროში, რომელსაც „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ უწოდა „წამების სინონიმი“ დაცვის მხრიდან პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG