Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტიით ციხე 11-მა პატიმარმა დატოვა


ქსნის #15 დაწესებულება 11-მა პატიმარმა დატოვა. როგორც რადიო თავისუფლებას პენიტენციურ სამსახურში უთხრეს, ყველა მათგანი ამნისტიით თავისუფლდება.

რა მუხლებით იხდიდნენ სასჯელს, ამ ეტაპზე უცნობია.

"ამნისტიის კანონი" საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. ნორმატიული აქტი შეეხება 70-ზე მეტს მუხლს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამნისტია დაახლოებით 10 ათასზე მეტ პირს შეეხება.

გადაწყვეტილებას დასრულებულ და მიმდინარე საქმეებზე სასამართლოები იღებენ, საქმის წარმოების ეტაპზე კი - პროკურატურა. ამნისტია შეეხებათ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG