Accessibility links

logo-print logo-print

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი გადაიდო


ზაზა გახელაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის „ცხელი ხაზის" მეშვეობით მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.

ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში 28 იანვარს დაინიშნა. ეს ინფორმაცია, დაკავებულის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ისე ცხინვალელი ადვოკატისგან მიიღო.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ზაზა გახელაძეს გასული წლის 24 დეკემბერს წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ, ორი თვით გაუხანგრძლივდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG