Accessibility links

site logo site logo

ტიტუს კორლეაცინი: მთავრობამაც და ოპოზიციამაც [საქართველოში] პოლარიზაციის შესამცირებლად უნდა იმუშაონ


“ჩვენ უნდა მოვუწოდოთ როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას რათა იმუშაონ პოლარიზაციის შესამცირებლად [საქართველოში]”- თქვა რუმინელმა დეპუტატმა, საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელმა ტიტუს კორლეციანმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დღის წესრიგში შეტანილი იყო საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავდა PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში რომელიც სწორედ მისიის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა წარადგინა.

რუმინელი დეპუტატისთვის პოლარიზაცია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი მნიშვნელოვანი პრობლემა აღმოჩნდა. სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეისწავლოს ყველა ის დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებზე, ოპოზიციას კი პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

“პირველ რიგში მოვუწოდებ მთავრობას, რათა სათანადოდ იქნას გამოძიებული ყველა ინციდენტი და პრობლემა რომელიც არჩევნებისას გამოიკვეთა, რისი რეკომენდაციაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გასცეს.

ოპოზიციას მიმართ განვაახლებ ჩვენს მიმართვას პარლამენტში შევლის თაობაზე. სწორედ პარლამენტია ის ადგილი სადაც უნდა მიმდინარეობდეს დებატები დემოკრატიულ საკითხებზე და მოქალაქეთა ყოფის გაუმჯოებესებაზე.

და ბოლოს, ჩვენ ვაპირებთ დაბრუნდეთ საქართველოში და გავაგრძელოთ მუშაობა როგორც მთავრობასთან, ისე ოპოზიციასთან რათა გამოსწორდეს სიტუაცია და გაგრძელდეს რეფორმები" - ასეთი იყო ტიტუს კორლეციანის პოზიცია PACE-ს ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე საქართველოზე საუბრისას.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დადებითაც შეფასებას ჰყავდნენ მოწინააღმდეეგებიც დღევანდელ სხდომაზე. მაგალითად, ლიეტუველმა დეპუტატმა ლაიმა ანდრიკიენემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე თქვა, რომ ის არ ეთანხმება PACE-ს ანგარიშს და ხედავს მნიშვნელოვან განსხვავებას 2018 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელზეც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო და ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შორის.

"ნება მომეცით პირდაპირ განგიცხადოთ, მე ვერ დავეთანხმები ამ არჩევნების თქვენს პოზიტიურ შეფასებას. იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რომლებიც მრავალი წელია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აკვირდებიან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ჩატარებული არჩევნებიდან ყველაზე უარესი იყო და საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

არჩევნების სავარაუდო შედეგი კოალიციური მთავრობა იყო, რაც საქართველოს ისტორიაში პრიველად მოხდებოდა. მაგრამ არჩევნების ღამეს რაღაც ძალიან ცუდად წავიდა. [საარჩევნო ყუთებში] ბიულეტენების ჩატენვა, ამომრჩევლებზე კრიმინალური ელემენტების დახმარებით განხორციელებული ორგანიზებული ზეწოლა, საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების მარგინალიზაცია და ბოლოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარცევნო ოქმების გადაწერა - ასეთი იყო ის ინსტრუმენტები, რომლებიც მთავრობამ სათავისოდ გამოიყენა.

როგორც ვიცით ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს და ახალ პარლამენტში ადგილების დაკავებაზე უარი განაცხადეს. მოლაპარაკების პროცესი, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახლა ჩიხშია შესული: მთავრობა უარს ამბობს ოპოზიციის რომელიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ოპოზიციამ მანდატებზე უარი განაცხადა და უახლოესი ათი დღის განმავლობაში პარლამენტი კენჭისყრაზე გაიტანს ამ საკითხს, დიდი ალბათობით საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება.

საზოგადოებაში ამ არჩევნებისადმი ნდობა არ არის. საქართველო საფრთხეშია, რადგან პოლიტკური სპექტრისა და საზოგადოების პოლარიზაცია იზრდება. წინსვლის ერთადერთი გზა საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენაა. ეს ყველაფერი ასახული უნდა იყოს იმ მოხსენებაში, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ" - თქვა ლიეტუველმა დეპუტატმა ლაიმა ანდრიკიენემ.

ამავე სხდომაზე ქართველმა დეპუტატმა, კახა კუჭავამ თქვა, რომ საქართვლოს ხელისუფლება მზადაა გამოასწოროს კოქსის მისიის გამოვლენილი ნაკლები, მათ შორის საარჩევნო დაფინანსების საკითხი.

“ჩვენ დიდად ვაფასებთ ბატონი კოქსის ანგარიშს და ვადასტურებთ მზადყოფნას, რათა ადეკვატურად მოვახდინოთ რეაგირება იმ ხარვეზებზე, რომელიც მისიის მიერ იქნა იდენტიფიცირებული. მათ შორის, ყურადღება იქნა გამახვილებული საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და საერთაშორისო მონიტორების ინტერესის საგანია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ველოდებით მათგან კონკრეტული რეკომენდაციების მიღებას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აგრძელებენ მოწოდებას ქართული ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ; ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უარს არ იტყვიან საპარლამენტო მანდატებზე, რომელიც მათ 800,000-მა ამომრჩეველმა მისცა და დემოკრატიულ პროცესებს ქუჩიდან პარლამენტში გადაიტანენ. იმიტომ, რომ ამ დრომდე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ან საფუძველი, რაზე დაყრდნობითაც არჩევნების შედეგები შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს” - თქვა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG