Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე მეორე ვადით აირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოხარულია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევის გამო.

ვიცე-პრეზიდენტის რანგში მან პირველი შეხვედრა ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან გამართა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ჩვენს დელეგაციასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის“,- თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად პირველად 2020 წელს აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG