Accessibility links

logo-print logo-print

COVID-19-ით კლინიკების 62 თანამშრომელი გარდაიცვალა 2020 წელს საქართველოში


ფოტო არქივიდან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მე-5 ანგარიშის („ერთი წელი COVID - 19-თან ერთად") თანახმად, 2020 წელს საქართველოში COVID - 19-ით გარდაიცვალა სამედიცინო პერსონალის 62 წარმომადგენელი, რაც მედპერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 0.4%-ს შეადგენს. გარდაცვლილთა შორის სქესი თანაბრად არის განაწილებული.

რისკის ჯგუფების მიხედვით, გარდაცვლილი მედპერსონალის 64.5% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, COVID ან ონლაინ ლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელი იყო.

ანგარიშში მონაცემები ასახულია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG