Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირი რუსეთის სანქციების საკითხს გადაწყვეტს, როცა ნავალნის საქმე გაირკვევა


ევროკავშირი რუსეთისთვის ახალ სანქციების დაწესების საკითხს გაარკვევს, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, გაათავისუფლებენ თუ არა კრემლის ოპონენტს, ალექსეი ნავალნის, რისი ფონიც რუსეთის მიერ ოპოზიციონერის მომხრეების საპროტესტო გამოსვლების დროს ათასობით პირის დაპატიმრების გამო მკაცრი რეაგირებისკენ მოწოდებაა.

„შევთანხმდით, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაველოდოთ და ვნახოთ, გაათავისუფლებენ თუ არა ალექსეი ნავალნის 30 დღეში“, უთხრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ჟურნალისტებს 25 იანვარს თავისი ევროკავშირელი კოლეგების შეხვედრის შემდეგ.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის თქმით, ის აპირებს მომავალ კვირაში მოსკოვში ჩასვლას და მოსთხოვს მოსკოვს, გაათავისუფლონ ნავალნი და დემონსტრანტები. ევროკავშირის ლიდერებს რუსეთის თვის სანქციების დაწესება შეუძლიათ 25-26 მარტისთვის დაწესებულ სამიტზე, თქვა ბორელმა.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არის მათ შორის, ვინც იმ რუსი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოებით გამოდიან, ვინც პასუხისმგებელია დაკავებისთვის.

ნავალნი და მისი მომხრეები არ თმობენ, იყენებენ ხელსაყრელ მომენტს, როცა საქმე საერთაშორისო ყურადღების ცენტშია.

ნავალნის ახლო მოკავშირე, ლეონიდ ვოლკოვი ქებით მოიხსენიებს რუსეთის ქალაქებში დემონსტრაციების სიუხვეს და აცხადებს, რომ რუსეთის დროის 11 ზონაში ჩატარდა საპროტესტო გამოსვლები მიუხედავად ძლიერი ყინვებისა და ის მოწოდებით გამოვიდა, გაგრძელდეს გამოსვლები 31 იანვარს. ვოლკოვმა ტვიტერით დაწერა სიტყვები: „რუსეთის ყველა ქალაქი ნავალნის თავისუფლებისთვის, ყველას თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG